უნდა წავიდეთ არჩევნებზე?

დღევანდელ დღეს ყველაზე აქტუალურ თემა ეს არის საპრეზიდენტო არჩევნები და საპრეზიდენტო კანდიდატების თემა, რომელზეც დამოკიდებულია საქართველოს მომავალი. არჩევნებს ყოველთვის მოყვება რაღაც...

კატეგორიის გარეშე
19. Oct 2018
92 ნახვები
უნდა წავიდეთ არჩევნებზე?

დღევანდელ დღეს ყველაზე აქტუალურ თემა ეს არის საპრეზიდენტო არჩევნები და საპრეზიდენტო კანდიდატების თემა, რომელზეც დამოკიდებულია საქართველოს მომავალი. არჩევნებს ყოველთვის მოყვება რაღაც ძვრები, იქნება ეს ძვრები დადებითი თუ უარყოფითი ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი აქტიურობით იქნება საქართველოს მოსახლეობა. იმიტომ, რომ როგორც ჩვენ არაერთხელ მომსწრენი ვყოფილვართ, ბევრჯერ მოსახლეობას თავი აურიდებია არჩევნებზე წასვლისგან და შემდეგ მათი საარჩევნო ბიულეტენი ამა თუ იმ პარტიას სათავისოდ გამოუყენებია, ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა შევასრულოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი და წავიდეთ არჩევნებზე, რათა ადგილი არ ჰქონდეს ბიულეტენების არაკანონიერად გამოყენებას, თუმცა მე მესმის მოსახლეობის, რომელსაც იმედი აქვს გადაწურული და ფიქრობს, რომ მათ მისვლას აზრი არა აქვს, რადგან მაინც აუცილებლად მოხდება ხმების გაყალბება.

მინდა გითხრათ ძვირფასო მოქალაქეებო, რომ თუ ერთად დავდგებით და ჩვენს მოვალეობას პირნათლად მოვიხდით სახელმწიფოს წინაშე 4 წელიწადში ერთხელ მაინც, გარკვეულ წვლილს შევიტანთ სახელმწიფოს სწორი გზით მსვლელობაში, რადგან ხალხი - ეს დიდი ძალა და ხალხის არჩევანს წინ ვერაფერი დაუდგება.

უმრავლეს ჩვენთაგანს იმედი გადაწურული გვაქვს, რომ არჩევნების შემდეგ რაიმე სასიკეთო ცვლილებები იქნება, რაც არაერთხელ დამტკიცდა კიდეც გაყიდული ხმების შემდგომ გამარჯვებული პარტიის საქმიანობის შემდგომ ეტაპებზე. იმედისა სანაცვლოდ, რომ ყველაფერი წინ წავიდოდა, არჩევნების მერე ძირითადად ვხედავთ: - პროდუქტის გაძვირებას (ელემენტარული პურიდან დაწყებული), კომუნალური გადასახადების ფასის აწევას, საწვავის გაძვირებას და ცხოვრების პირობების გაუარესებას, მაგრამ დღეს ისე, როგორც არასდროს გვჭირდება ერთად დგომა. მესმის რომ გაცრუებული იმედები იწვევს უიმედობას, ეს კი თავის მხრივ იწვევს უმოქმედობას, შიშს და "ვაიმე რა გვეშველება"-ს. ჩვენ კი თუ არ გავაქტიურდებით მართლაც არაფერი გვეშველება დამერწმუნეთ.

მოქალაქეებს მხოლოდ არჩევნებზე გვეკითხებიან აზრს - თუ ვის ვუჭერთ მხარს, ამიტომ ამ ერთადერთ შანსს ნუ გაუვშვებთ ხელიდან და ნუ გადავწყვიტავთ, რომ ჩვენი წაუსვლელობით არაფერი დაშავდება. თუ არჩევანი ჯერ არ გაგიკეთებიათ რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატზე, გთხოვთ მაინც მიხვიდეთ და გადახაზოთ ყველა კანდიდატი, რათა არ მოხდეს თქვენი საარჩევნო ბიულეტენის არასათანადო გამოყენება.

ჩვენ აუცილებლად უნდა წავიდეთ არჩევნებზე და გამოვხატოთ ჩვენი კეთილი ნება თორემ მერე გვიან იქნება, როცა გაყალბებულ არჩევნებს მივიღეთ ჩვენი უმოქმედობის საპასუხოდ.

ამიტომ თუ გვინდა, რომ მივიღოთ სწორად ჩატარებული არჩევნები აუცილებლად დავდგეთ ერთად და დავაფიქსიროთ ჩვენთვის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი.

P.S. საქართველოს მომავალი თითოეული  ჩვენთაგანის ხელშია!

კომენტარები

ამ პოსტზე კომენტარები არ არის დამატებული

კომენტარის დამატება

გაიარეთ ავტორიზაცია ახალი კომენტარის დასამატებლად